ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი

სამინისტრო: ანაკლიის კონსორციუმმა ვერ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები

0 კომენტარი
ფოტო: ბია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ანაკლიის კონსორციუმთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. ცნობისთვის, 2019 წლის 31 დეკემბერს სახელმწიფოს მიერ კონსორციუმისთვის მიცემული ვადა ამოიწურა. 

2019 წლის ბოლომდე, კონსორციუმს უნდა წარმოედგინა, წინასწარი შეთანხმებები ინვესტორებთან თანხების მოძიებასთან დაკავშირებით და ასევე, კაპიტალის შევსების შესახებ. ინფრასტრუქტურის სამინისტროში ამბობენ, რომ კონსორციუმში ამბობენ, რომ კონსორციუმმა ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულა. 

სამინისტროს განცხადებით, პორტის პროექტის გაგრძელებასთან დაკავშირებით მთავრობა უახლოეს სხდომაზე იმსჯელებს. გთავაზობთ სამინისტროს განცხადებას უცვლელად:

"საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ანაკლიის განვითარების კონსორციუმს 2019 წლის ბოლომდე უნდა წარმოედგინა გაფორმებული ხელშეკრულებები - საერთაშორისო ბანკებთან 400 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით სესხის გამოყოფისა და პოტენციურ ინვესტორებთან 120 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის საკუთარი კაპიტალის შევსების თაობაზე, ასევე უნდა წარმოედგინა ხელმოწერილი ხელშეკრულებები პორტის ოპერატორთან და მშენებელ კომპანიებთან.

სამწუხაროდ, მრავალგზის გადავადების მიუხედვად, ეს ვადაც უშედეგოდ ამოიწურა და კონსორციუმმა ვერ შეასრულა ინტერესთა გამოხატვის შედეგად მთავრობასთან საინვესტიციო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.

საქართველოს მთავრობა უახლოეს სხდომაზე იმსჯელებს ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულების საკითხზე და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტის შემდგომი გაგრძელების გზების თაობაზე".

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ყოფილი ცოლის ცემისთვის ბათუმში 29 წლის კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები