აშშ

ტრამპი სოლეიმანზე: ის დიდი ხნის წინ უნდა გაგვენადგურებინა

დონალდ ტრამპი
AFP

მას შემდეგ, რაც აშშ-მა სარაკეტო თავდასხმის დროს, ყველაზე გავლენიანი ირანელი გენერალი, რომელიც აშშ-ის ტერორისტთა სიაშიც შედიოდა, ყასემ სოლეიმანი მოკლა, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Twitter-ზე განცხადება გაავრცელა:

"ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში გენერალმა ყასემ სოლეიმანმა მოკლა ან მძიმედ დაჭრა ათასობით ამერიკელი და კიდევ მეტი ადამიანის მკვლელობას გეგმავდა... მაგრამ ის დაიჭირეს! ის პირდაპირ ან ირიბად მილიონობით ადამიანის სიკვდილზე იყო პასუხისმგებელი, მათ შორის, ბოლო დროს ირანში უამრავი მომიტინგის მკვლელობაზე. ირანი ამის სათანადოდ აღიარებას ვერასდროს შეძლებს, ქვეყანაში სოლეიმანი სძულდათ და მისი ეშინოდათ. ისინი ისე დამწუხრებულები არ არიან, როგორც ლიდერები გარე სამყაროს დააჯერებენ. ის ბევრი წლის წლის წინ უნდა გაგვენადგურებინა!"

ცოტა ხნით ადრე დონალდ ტრამპა ისიც დაწერა, რომ "ირანს არასდროს მოუგია ომი, თუმცა არც არასდროს წაუგია მოლაპარაკება!"

 სოლეიმანის სიკვდილის შემდეგ ეს აშშ-ის პრეზიდენტის პირველი განცხადებებია. მისი გარდაცვალების დადასტურებიდან რამდენიმე წუთში დონალდ ტრამპმა Twitter-ზე აშშ-ის დროშა გამოაქვეყნა, რომელსაც არანაირი ტექსტი ახლდა.

სოლეიმანი ირანის რეჟიმის ერთერთი გავლენიანი ფიგურა იყო, რომელიც ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორსპუსის ყველაზე ელიტალურ ქვედანაყოფ "ყუდს" მეთაურობდა. 

ბაღდადის აეროპორტში სოლეიმანის ავტოკოლონა აშშ-ის უპილოტო დრონით მოკლეს.

აშშ-ის თავდაცვის უწყებაში განაცხადეს, რომ ჩატარებული სპეცოპერაციის მიზანი ირანიდან ორგანიზებული თავდასხმების შეჩერება იყო. რამდენიმე დღის წინ ერაყში დემონსტრანტებმა აშშ-ის საელჩოს შტურმით აღება ცადეს. თავდასხმის ორგანიზატორად სწორედ  სოლეიმანი მიიჩნეოდა. 

ამერიკელი სამხედროების ცნობით, ყასემ სოლეიმანი ასეულობით ამერიკელი სამხედროს მკვლელობაზე და დაჭრაზეა პასუხისმგებელი. ისლამური რევოლუციის მცვლეთა კორპუსში დაადასტურეს შიიტური გასამხაედროებული დაჯგუფების "ქათაიბ ჰეზბოლას" ლიდერის, აბუ მაჰდი მუჰანდიზის სიკვდილიც.

"ქათაიბ ჰეზბოლა" 2007 წელს ირანის დახმარებით შეიქმნა. აშშ-ის ცნობით ორგანიზაციის მთავარი სპონსორი სწორედ, ირანი იყო, ასევე, ირანიდან იღებდა შეიარაღებასაც. აშშ-ში მიიჩნევენ, რომ ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსი ახლო აღმოსავლეთში ანტი-ამერიკული ტერორისტული ორგანიზაციების მთავარი პარტნიორია.

კომენტარები