კრიმინალი

პოლიციელების მიერ გატაცებული კაცის მკვლელობისთვის კიდევ ერთი პირი დააკავეს

0 კომენტარი
ფოტო: შსს

გასული წლის ოქტომბერში მოკლული პირის საქმეზე, რომელსაც იმ დროისთვის მოქმედმა პოლიციელებმა თავისუფლება აღუკვეთეს და გადასცეს ადამიანებს, რომლებმაც იგი კაცი მოკლეს, კიდევ ერთი პირი დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია პირი, ვინც კიდევ ერთ ადამიანთან ერთად მკვლელობა დაგეგმა და 35 წლის კაცს რუსთავში, მტკვრის ნაპირზე, ცივი იარაღით მრავლობითი დაზიანება მიაყენა.

1983 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ზ.ჯ.-ს თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

გავრცელებულ განცხადებაში შსს არ უთითებს სად დააკავეს ბრალდებული, რომელიც 2019 წლის ოქტომბრიდან იძებნებოდა.

2019 წლის ოქტომბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პოლიციის ორმა მოქმედმა და ერთმა ყოფილმა თანამშრომელმა 35 წლის კაცს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს, ჩაიყვანეს რუსთავში და სხვა პირებს გადასცეს, რომლებმაც კაცი მოკლეს.

მკვლელობის საქმეზე 5 ადამიანი ოქტომბერშივე დააკავეს, მათ შორის ერთი დაგეგმვაში და მკვლელობაში მონაწილე. გარდა ამისა, ჯგუფურად ჩადენილი თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალდებით დაკავებულია სამი ადამიანი - 2 ყოფილი და ერთი მოქმედი პოლიციელი. კიდევ ერთი პირი ცრუ ჩვენებისთვის დააკავეს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თავისუფლების ინსტიტუტის დოკუმენტური ფილმი "გავრილოვის ღამე", ნაწილი II - "დარბევა"

კომენტარები