ამინდის პროგნოზი

როგორი ამინდი იქნება 8 იანვრამდე - გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 4 იანვარს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია უნალექო ამინდი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე ნალექი აღინიშნოს.

მათივე ცნობით, 5-7 იანვარს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს რაიონში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +11, +16 გრადუსამდე მოიმატებს, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი +5, +10 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში, 4 იანვარს, დილის საათებში მცირე ნალექია მოსალოდნელი, ქალაქის გარეუბნებში კი შესაძლოა მცირე თოვლჭყაპი აღინიშნოს. 5-7 იანვარს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +7, +9 გრადუსი დაფიქსირდება.

კომენტარები