პატრიარქის იუბილე

"მისი მოღვაწეობა სიდარბაისლის, სიბრძნის განსახიერებაა" - გახარია ილია II-ს იუბილეს ულოცავს

ფოტო არქივიდან - გიორგი გახარია და ილია მეორე

საქართველოს პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია კათოლიკოს-პატრიარქს დაბადების დღეს ულოცავს. ილია მეორე დღეს 87 წლის გახდა.

"უდიდესი პატივისცემით ვულოცავ დაბადების დღეს მის უწმინდესობას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს.

ჩვენი პატრიარქის ღვაწლი ჩვენი ერის სულიერების ამაღლების საქმეში ფასდაუდებელია.

მთელი მისი მოღვაწეობა არის განსახიერება სიდარბაისლის და სიბრძნის, სამშობლოს სიყვარულის, სიკეთის, სულგრძელობისა და მიმტევებლობის.

ვუსურვებ ჩვენს პატრიარქს დღეგრძელობასა და ჯანმრთელობას ჩვენი ერისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ."- წერია მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

კომენტარები