საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, თბილისში, ვეძინის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა.
უწყებაში ამბობენ, რომ ცეცხლი გავრცელებულია იტალიური ტიპის საცხოვრებელი სახლის მეორე სართულის სასხვენო გადახურვაზე.
"ადგილზე შეტყობინების მიღებისთანავე გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები. ვეძინის ქუჩაზე მუშაობს 9 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა", - ამბობენ უწყებაში.
მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია და ცეცხლის გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს.