ქართული ოცნება

ქართული ოცნება ახალ წელს აღნიშნავს, რესტორანშია ივანიშვილიც

მთავარი არხი

ქართული ოცნება ახალ წელს მცხეთაში, ერთ-ერთ რესტორანში აღნიშნავს.

სუფრას პარტიის თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილიც ესწრება.

რესტორანში იმყოფებიან ის დეპუტატებიც, რომლებმაც თქვეს, რომ რამდენიმე კვირის წინ ივანიშვილის არ დაეთანხმნენ და მისი მოწოდების მიუხედავად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების კანონპროექტი ჩააგდეს.

"ახალი წელია. გილოცავთ ახალ წელს. მინდა, ჩვენს ქვეყანას ვუსურვო სიკეთე, ბედნიერება, ყოველივე კარგის მომტანი წელი გვქონოდეს. ეს არის და ეს. ახალი წელია, მეტი არაფერი"- თქვა პარლამენტის ვიცე სპიკერმა, გიორგი კახიანმა ჟურნალისტებთან.

მან არ უპასუხა კითხვებს იმის შესახებ, იყო თუა რა საუბარი პოლიტიკურ კრიზისზე ან ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე. 

"რა ინსტრუქციები მიიღეთ ივანიშვილისგან? მხოლოდ ახალი წელი მოგილოცათ?", - ჰკითხეს კახიანს ჟურნალისტებმა. 

"ახალი წელი, დიახ", - უპახუხა მან. 

კომენტარები