ახლო აღმოსავლეთი

ლიკვიდაციამდე ყასემ სოლეიმანი და დონალდ ტრამპი ერთმანეთს GOT-ის მიმებით "ებრძოდნენ"

ლიკვიდაციამდე ირანელი გენერალი, ყასემ სოლეიმანი და დონალდ ტრამპი ერთმანეთთან ტვიტერზე, "სამეფო კარის თამაშებით" "შთაგონებული" მიმებით ომობდნენ.

მას შემდეგ, რაც 2018 წელს დონალდ ტრამპს და ირანის პრეზიდენტს, ჰასან როჰანის შორის 2018 ნლის ივლისში ურთიერთობა დაიძაბა, ყასემ სოლეიმანმა გამოაქვეყნა ფოტომონტაჟი ფილმიდან "ოლიმპოს დაცემა". ფოტოზე სოლეიმანი აფეთქებული თეთრი სახლის წინ დგას.

2018 წლის ნოემბერში, მას შემდეგ, რაც ტრამპმა 3 წლის შემდეგ ირანთან ბირთვული ხელშეკრულება დატოვა, ტვიტერზე გამოაქვეყნა Game of Thrones-ის მოტივებზე შექმნილი მიმი, წარწერით, "სანქციები ახლოვდება".

მომდევნო დღეს სოლეიმანმა ასევე "სამეფო კარის თამაშების" მიხედვით შექმნილი მიმი გამოაქვეყნა, წარწერით: "მე წინააღმდეგობას გაგიწევ".

სოლეიმანი ფოტოებს ინსტაგრამზე აქვეყნებდა. 2019 წლის აპრილში მისი ინსტაგრამის ანგარიში დახურეს, მას შემდეგ, რაც აშშ-მ ის ოფიციალურად შეიყვანა ტერორისტების სიაში.

ყველაზე გავლენიანი ირანელი გენერალი, ყასემ სოლეიმანი ერაყში, აშშ-ის მიერ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის დროს მოკლეს.

სოლეიმანი ირანის ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსის ყველაზე ელიტარულ ქვედანაყოფ "ყუდს" მეთაურობდა.

ის ირანში და ახლო აღმოსავლეთში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან სამხედრო პირად ითვლებოდა. შეტევა დონალდ ტრამპის ბრძანებით განხორციელდა. სარაკეტო შეტევის დროს ყასემ სოლეიმანის ავტოკოლონა ბაღდადის აეროპორტში იმყოფებოდა.

ვრცლად წაიკითხეთ აქ.

კომენტარები