დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე

სალომე ზურაბიშვილი საპატრიარქოში სინოდის წევრებს ხვდება

0 კომენტარი
ფოტო: სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საპატრიარქოში წმიდა სინოდის წევრებს ხვდება.

შენობაში შესვლამდე მას ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.

ოფიციალური ვერსიით, პრეზიდენტი საპატრიარქოში მივიდა, რათა ილია მეორეს 87 წლის იუბილე მიულოცოს, თუმცა, სავარაუდოდ, ახლა დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხი განიხილება.

პრეზიდენტი პატიმრების შეწყალებას შობას, 7 იანვარს გეგმავს. უცნობია, იქნება თუ არა შეწყალებულებს შორის გიორგი მამალაძე.

აქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ანდრია ჯაღმაიძის თქმით, მამალაძის შეწყალებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის გადაწყვეტილებას უნდა დაველოდო,თ, ვინაიდან საპატრიარქოს სხვა ფორმატი არ აქვს.

"არ გვაქვს კიდევ ერთხელ დაინტერესების ფორმატი, ჩვენ გავაგზავნეთ შუამდგომლობა, ეკლესიას ნუ განვიხილავთ, როგორ რაღაც მხოლოდ საზოგადოებრივ ინსტიტუციას, რომელსაც შეუძლია პროტესტი მოაწყოს და კარვები გაშალოს. მსგავსი რამ არ იქნება. ჩვენ მივმართეთ და ეს არის ფორმატი, რაც შეგვეძლო გაგვეკეთებინა", - თქვა ჯაღმაიძემ.

_______________________________________________________________________________________

პროკურატურამ დეკანოზი გიორგი მამალაძე პატრიარქის მდივან-რეფერანტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების ბრალდებით 2017 წლის 10 თებერვალს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა. გამოძიების მტკიცებით, მამალაძე თეთრუაშვილის ციანიდით მოწამვლას ცდილობდა და ამას ანგარებით აკეთებდა. თავად დეკანოზის თქმით, მას ციანიდის შეძენა შორენა თეთრუაშვილმა დაავალა, თუმცა, მომწამლავი ნივთიერება არ შეუძენია.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დეკანოზი გიორგი მამალაძე დამნაშავედ 2017 წლის 5 სექტემბერს ცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა მას ბრალდება - ანგარებით მკვლელობის მომზადება გადაუკვალიფიცირა და დამნაშავედ განზრახ მკვლელობის მომზადებაში ცნო. ამასთან, დამამძიმებელი გარემოება მოუხსნა. ბესიკ ბუგიანიშვილმა მამალაძის დანაშაულის მოტივად ანგარების ნაცვლად, შურისძიება დაასახელა.

2018 წლის 13 თებერვალს კი, თბილისის სააპელაციო სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა. უზენაესმა სასამართლომ საქმე წარმოებაში არ მიიღო.

31 ოქტომბრის სხდომაზე წმიდა სინოდმა გადაწყვიტა, პრეზიდენტს დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების შუამდგომლობით მიმართოს. სინოდის სხდომის მდივნის, მეუფე დანიელის თქმით, მიზეზი დეკანოზის "ჯანმრთელობისა და ოჯახის რთული მდგომარეობაა".

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს-მ თეთრიწყაროში 2 კილოზე მეტი ნარკოტიკი ამოიღო და ერთი პირი დააკავა

კომენტარები