შსს

გურიაში 80 წლის ქალის მკვლელობის საქმეზე შსს-მ 1999 წელს დაბადებული პირი დააკავა

2 იანვარს გურიაში 80 წლის მკვლელობის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ 1999 წელს დაბადებული ზ. დ. დააკავა. 

შსს-ის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მელექედურში, სახლში 1941 წელს დაბადებული ი. ხ. გაგუდა, ხოლო ამავე სახლის ეზოდან ავტომობილი მოიპარა. მოგვიანებით ავტომობილი მიატოვა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. 

შსს-ის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა გატაცებულ ავტომობილს მომხდარიდან მალევე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ თხინვალში მიაკვლიეს. სწორედ ამ სოფელში დააკავეს ბრალდებულიც. 

შსს-ის ცნობით, დაკავებული დანაშაულს აღიარებს. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 177-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და ქურდობას გულისხმობს და ითვალისწინებს პატიმრობას 7-დან 15 წლამდე. 

კომენტარები