ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაცია

ერაყის პარლამენტმა მხარი დაუჭირა ქვეყნიდან აშშ-ის ჯარების გაყვანას

0 კომენტარი

ერაყის პარლამენტმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც აუქმებს არსებულ შეთანხმებებს საერთაშორისო კოალიციურ ძალებთან. ინფორმაციას ამის შესახებ Al-Arabya ავრცელებს. 

მიღებული რეზოლუციით პარლამენტი მოუწოდებს ქვეყნის ხელისუფლებას, დაასრულოს ნებისმიერი უცხო ქვეყნი ჯარების დისლოცირება ერაყის ტერიტორიაზე. ამავე რეზოლუციით უცხო ქვეყნებს ეკრძალებათ ერაყის ტერიტორიის და საჰაერო სივრცის სამხედრო მიზნებით გამოყენება. 

ამ დროისთვის ერაყში დაახლოებით 5 ათასი ამერიკელი სამხედრო იმყოფება. კოალიციური ძალების გაყვანის მოთხოვნა დღის წესრიგში ერაყში ყასემ სოლეიმანის მკვლელობის შემდეგ დადგა. 4 იანვარს ცნობილი გახდა, რომ აშშ რეგიონში დამატებით 3 ათასზე მეტ სამხედროს აგზავნიდა. 

დამატებითი ძალების ნაწილი ქუვეითში და ერაყში უნდა განთავსებულიყო. ამ დროისთვის უცნობია, როგორ გაგრძელდა ამერიკელი სამხედროების მობილიზაციის პროცესი. ირანის ისლამური რევოლუციის ყუდსის დანაყოფის მეთაური, ყასემ საოლეიმანი, ბაღდადის აეროპორტთან ახლოს 3 იანვრის დილით აშშ-ის სარეკეტო შეტევის შედეგად დაიღუპა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მოპედის ქურდობისთვის თბილისში ერთი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები