ელექტრომომარაგების შეზღუდვა

6 იანვარს ვაკე-საბურთალოს ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება

0 კომენტარი
ფოტო: newcastle.gov.za

დღეს, 6 იანვარს, ვაკისა და საბურთალოს ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გადაუდებელ სამუშაოებს ასახელებს.

ვაკის რაიონი

11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვერეს დაღმართის, გიორგი ახვლედიანის, ქიაჩელის და ელენე ახვლედიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ დიღომის (ნაწილობრივ), დიღმის სასწავლო მეურნეობის, დიღმის III და IV მიკრორაიონების, დემეტრე თავდადებულის, პეტრიწის და მეფე მირიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თურქეთიდან საქართველოში 508 აბი სუბუტექსის შემოტანისთვის თბილისის აეროპორტში 1 პირი დააკავეს

კომენტარები