ხორვატია

ხორვატიის პრეზიდენტად ყოფილი პრემიერმინისტრი ზორან მილანოვიჩი აირჩიეს

ზორან მილანოვიჩი
Reuters

ხორვატიის პრეზიდენტად ყოფილი პრემიერმინისტრი, მემარცხენე ზორან მილანოვიჩი აირჩიეს. მილანოვიჩმა არჩევნების მეორე ტურში ხმათა 52.7% მიიღო და მოქმედი პრეზიდენტი კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩი დაამარცხა.

გრაბარ-კიტაროვიჩის, რომელსაც მხარს მმართველი კონსერვატიული პარტია უჭერდა სლოგანი იყო "ნამდვილი ხორვატია". სოციალ დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი მილანოვიჩი კი მის განცხადებებს პატრიოტიზმზე საშიშს უწოდებდა და მოსახლეობას ჰპირდებოდა, რომ ქვეყანას უფრო ტოლერანტულ ადგილად აქცევდა და ხელს შეუწყობდა ყველა მოქალაქის თანასწორობას.

"ჩვენ ოთხი მილიონი ვართ და ჩვენს ადგილს ვეძებთ ევროპაში, რომელიც ყველა პრობლემმის მიუხედავად ყველაზე კარგი ადგილია საცხოვრებლად და ყველაზე მშვიდობიანი პროექტია, რომელშიც ხორვატიამ მისი ადგილი და ინტერესი უნდა იპოვოს." თქვა მილანოვიჩმა გამარჯვების შემდეგ.

გრაბარ-კიტაროვიჩმა დამარცხება აღიარა და თქვა, რომ ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემა მოხდება.

ზორან მილანოვიჩი ქვეყნის პრემიერმინისტრის პოსტს 2011-2016 წლებში იკავებდა. მისმა მთავრობამ საჭირო რეფორების გატარება ვერ შეძლო და არჩევნებში კონსერვატიულ პარტიასთან დამარცხდა.

კომენტარები