ოქროს გლობუსი 2020

ოქროს გლობუსის წამყვანი ვარსკვლავებს: არ ხართ იმ მდგომარეობაში, საზოგადოებას რამე ასწავლოთ

0 კომენტარი
ფოტო: foxnews.com

ოქროს გლობუსის რიგით 77-ე დაჯილდოება ინგლისელი კომიკოსი, მწერალი და მსახიობი რიკი ჯერვაისი იყო, რომელმაც ჩვეული იუმორით მთელ ჰოლივუდსა და თითქმის ყველა სტრიმინგ კომპანიას დასცინა. 

ჯერვაისს ოქროს გლობუსის დაჯილდოება წელს მეხუთედ მიჰყავდა. 

"ძალიან კმაყოფილები იქნებით, როცა გაიგებთ, რომ ბოლო შემთხვევაა, როდესაც ოქროს გლობუსის დაჯილდოება მიმყავს. აღარ მაინტერესებს [გეწყინებათ, თუ არა]. ვხუმრობ... არც არასდროს მაინტერესებდა,"- თქვა ჯერვაისმა. 

მან ჰოლივუდის მსახიობებსა და რეჟისორებს მოუწოდა, რომ ჯილდოს აღების შემთხვევაში პოლიტიკური განცხადებები არ გააკეთონ.

"თუკი დღეს ჯილდოს მიიღებთ, არ გამოიყენოთ ეს პლატფორმად პოლიტიკური სიტყვის წარმოსათქმელად. თქვენ არ ხართ იმ მდგომარეობაში, რომ საზოგადოებას რამე ასწავლოთ. თქვენ არაფერი იცით ნამდვილ სამყაროზე. თუკი მოიგებთ, მიიღეთ თქვენი ჯილდო, მადლობა გადაუხადეთ თქვენს აგენტს, თქვენს ღმერთს და გაა***თ. ბევრმა თქვენგანმა სკოლაში იმაზე ნაკლები დრო გაატარა, ვიდრე გრეტა თუნბერგმა,"- თქვა ჯერვაისმა. 

7-წუთიანი მონოლოგის განმავლობაში ჯერვაისი აბსოლუტურად ყველა მსახიობს, რეჟისორსა თუ სცენარისტს შეეხო, რამაც რამდენიმე შემთხვევაში დარბაზში უხერხულობა გამოიწვია. NBC Entertainment-ს, რომელსაც დაჯილდოვების პირდაპირი ეთერი ჰქონდა, ორჯერ დასჭირდა ჯერვაისისთვის ცენზურის დადება. 

ნახეთ ოქროს გლობუსის გამარჯვებულების სრული სია და ასევე დაათვალიერეთ რა ეცვათ ცნობილ ადამიანებს წითელ ხალიჩაზე. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობა და დაჭრა - ირანის მოქალაქეებზე თავდასხმისთვის თბილისში ორი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები