სომეხთა სამოქიცულო ეკლესია

სომეხთა სამოციქულო ეკლესია შობისა და ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს

0 კომენტარი
ფოტო: რელიგიის სააგენტო

სადღესასწაულო წირვა დილიდან ​სუბ გევორქის საკათედრო ტაძარში ჩატარდა.

წირვის დასრულების შემდეგ წყლის კურთხევაც გაიმართა, იგივე ნათლისღების ცერემონია.

წირვა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა, ღირსმა მამამ, არქიმანდრიტმა კირაკოს დავთიანმა აღავლინა.

სომეხთა სამოქიცულო ტაძარში იმყოფებოდნენ ევროპული საქართველოს წევრებიც. მათ შობის და ნათლისღების დღესასწაულები მიულოცეს ყველას, ვინც დღეს აღნიშნავს.

"მინდა მივულოცო ჩვენს მოძმე და მეზობელ სომეხ ერს შობის დღესასწაული. ეს არის უმნიშვნელოვანესი დღესასწაული, რომელიც დაკავშირებულია ახალ იმედებთან, ახალ სიცოცხლესთან, ახალ განვითარებასთან. მინდა, ყველას ვუსურვო, ახალი იმედით დამუხტულებმა გავაგრძელოთ ცხოვრება უკეთესი მომავლისთვის", - თქვა გიგი უგულავამ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ისანში ინდოეთის მოქალაქის მკვლელობის ბრალდებით მისი მეზობელი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები