საქართველო-რუსეთის ურთიერთობა

თალაკვაძე: თუ სერგეი ლავროვი თბილისში ჩამოვა, მას მწვავე პროტესტი დახვდება

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძეს თქმით, თუ თბილისში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ჩამოვა, მას მწვავე პროტესტი დახვდება. 

"თუ ის ჩამოვა საქართველოში, შემიძლია გითხრათ, რა დახვდება მას საქართველოში - დახვდება პროტესტი იმის გამო, რომ ჩვენი ტერიტორიები არის ოკუპირებული, საქართველოში დახვდება ხელისუფლების ძალიან პრინციპული პოზიციები, რომ შეასრულოს რუსეთმა აღებული ვალდებულებები.

ლავროვს საქართველოში დახვდება კონკრეტული დასკვნები და შეფასებები იმ საქმეებთან დაკავშირებით, სადაც ჩვენი მოქალაქეების უფლებები უხეშად ირღვეოდა, იყო მკვლელობები, გატაცებები და უკანონო პატიმრობები" - თქვა თალაკვაძემ.

რამდენიმე დღეა მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა თბილისში ევროპის საბჭოს მინისტერიალზე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ჩამოვიდეს.  

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში არც ადასტურებენ და არც უარყოფენ ინფორმაციას თბილისში ევროპის საბჭოს მინისტერიალზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის შესაძლო ჩამოსვლის თაობაზე.

ევროპის საბჭოს მინისტერიალი 2020 წლის გაზაფხულზე გაიმართება. საგარეო საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ "მინისტერიალის ყველა დეტალი ორგანიზაციის წესდების და პროცედურების მიხედვით შეჯერდება

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს-მ გაავრცელა ჩანაწერი, როდესაც ფოტოგრაფმა იაკობ ბრეგვაძემ 112-ში დარეკა (აუდიო)

კომენტარები