ესპანეთი

სანჩესმა მთავრობის შესაქმნელად პარლამენტის მხარდაჭერის მოპოვება კვლავ ვერ შეძლო

პედრო სანჩესი
Getty Images

ესპანეთის სოციალისტური პარტიის ლიდერმა პედრო სანჩესმა მთავრობის შესაქმნელად პარლამენტის მხარდაჭერის მოპოვება კვლავ ვერ შეძლო, თუმცა იმედოვნებს, რომ ხელახალ კენჭისყრაზე საკმარის ხმებს მიიღებს. სანჩესმა პრემიერმინისტრად კენჭისყრაზე 166 ხმა მიიღო, 165 იყო წინააღმდეგი, ხოლო 18-მა კანონმდებელმა თავი შეიკავა. დასამტკიცებლად მას 176 ხმა სჭირდებოდა.

სანჩესი ქვეყნის პრემიერმინისტრის პოსტს აპრილში ჩატარებული არჩევნების შემდეგ იკავებს, როდესაც უმრავლესობა ვერცერთმა პარტიამ მოახერხა და სამთავრობო კოალიციაზე მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა. ამის შემდეგ განმეორებითი არჩევნები ნომებერში დაინიშნა. უმრავლესობა კვლავ ვერცერთმა პარტიამ მოიპოვა.

მეორე კენჭისყრა პარლამენტში ხვალ გაიმართება. ამჯერად სანჩესს ხმათა უმრავლესობაც ეყოფა პოსტის დასაკავებლად. სანჩესის პარტია კოალიციურ მთავრობას მემარცხენე პოდემოსთან ერთად ჩამოაყალიბებს.

შეგახსენებთ, რომ 10 ნოემბრის არჩევნები ბოლო ოთხი წლის განმავლობაში უკვე მეოთხე იყო. 28 აპრილს ჩატარებულ არჩევნებში, პრემიერმინისტრ პედრო სანჩესის სოციალისტურმა პარტიამ ყველაზე მეტი მანდატი მოიპოვა, თუმცა მთავრობის ფორმირებისთვის საჭირო მხარდაჭერა ვერ მიიღო. ამის გამო რამდენიმე თვეში ხელახალი არჩევნების ჩატარება გახდა საჭირო.

კომენტარები