პრეზიდენტის ნაძვის ხე

პრეზიდენტის ნაძვის ხე და აქცია გორში - ზურაბიშვილი სცენაზე პოლიციის კორდონის გავლით ავიდა

გორში პრეზიდენტის ნაძვის ხის ღონისძიება ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. საკრებულოს ოპოზიციის წევრები ღონისძიებაზე სალომე ზურაბიშვილისათვის კითხვების დასასმელად მივიდნენ, თუმცა პოლიციის კორდონმა მათ პრეზიდენტთან მიახლოების საშუალება არ მისცა, რასაც შეხლა-შემოხლა მოჰყვა.

პოლიციამ გორის საკრებულოს ოპოზიციის წევრებს საკრებულოსთან მიახლოების საშუალებაც არ მისცა. პრეზიდენტი კი სცენაზე პოლიციის კორდონისა და დაცვის დახმარებით ავიდა. 

"წადი წადი, " - ამ შეძახილებით დახვდნენ სალომე ზურაბიშვილს გორში, საიდანაც მას დაგეგმილი აქვს, რომ მოსახლეობას შობა მიულოცოს. ოპოზიცია ამბობს, რომ მათ შემდეგი კიტხვები აქვთ საქართველოს პრეზიდენტთან: რატომ ადანაშაულებს საქართველოს ომის დაწყებაში, რატომ შეიწყალა პოლიციის მკვლელები, რატომ არ შეიწყალა დეკანოზი მამალაძე და კიდევ სხვა მრავალი კითხვა. 

"საქართველოს პრეზიდენტის ნაძვის ხე" - ასე დაანონსა ღონისძიება პრეზიდენტის ადმინისტრაციამ. პრეზიდენტმა მოსახლეობას შობა გორიდან მიულოცა. 

 

კომენტარები