ოქროს გლობუსი 2020

ოქროს გლობუსის დაჯილდოების შემდეგ ბევერლი ჰილსში წვეულება გაიმართა - ფოტოები

0 კომენტარი
ტიფანი ჰადიში და სნუპ დოგი ფოტო: Todd Williamson

5 იანვარს ოქროს გლობუსის რიგით 77-ე დაჯილდოება გაიმართა, სადაც საუკეთესო ფილმები და სერიალები გამოვლინდნენ, საუკეთეს მსახიობებთან და რეჟისორებთან ერთად.

2020 წლის საუკეთესო ფილმად "1917" დასახელდა, საუკეთესო კომედიური ან მიუზიკლის ჟანრის ფილმად კი "Once Upon A Time in Hollywood". ჩარლზ მენსონზე გადაღებული ფილმისთვის კვენტინ ტარანტინომ საუკეთესო სცენარის ნომინაციაში გამარჯვებაც შეძლო, ბრედ პიტმა კი კლიფ ბუთის როლის შესრულებისთვის საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებლის ნომინაციაში გაიმარჯვა. საუკეთესო ქალი მსახიობის ნომინაციაში რენე ზელვეგერმა ყველას აჯობა ფილმ "Judy"-ში შესრულებული როლისთვის.

ტრადიციულად, მსახიობებმა და სხვა ჟანრის წარმომადგენელმა ცნობილმა ადამიანებმა, დაჯილდოების შემდეგ წვეულებაზე გადაინაცვლეს - ყველაზე დიდი წვეულება ბევერლი ჰილსში, ბევერლი ჰილსის სასტუმროში მოეწყო.

დაათვალიერეთ ფოტოები:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს-მ თეთრიწყაროში 2 კილოზე მეტი ნარკოტიკი ამოიღო და ერთი პირი დააკავა

კომენტარები