გიორგი მამალაძის საქმე

მამალაძე: პატრიარქს ეშინოდა, რომ ჩემი ძმა მის ცოდვებზე ისაუბრებდა, მათ შორის სოდომურზე

0 კომენტარი
ფოტო: ტვ პირველი

თორნიკე მამალაძე ამბობს, რომ მისი ძმის, დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებაზე უარი უშუალოდ პატრიარქის, ილია მეორის გადაწყვეტილებაა, ვინაიდან ის შეშინებულია.

"პატრიარქი არის შეშინებული. ის დარწმუნებული იყო, რომ ჩემი ძმის გათავისუფლების შემთხვევაში ის ისაუბრებდა პატრიარქის ცოდვებზე, რომელიც უკავშირდება სოდომურ ცოდვებს და ფინანსურ მაქინაციებს. პატრიარქმა ჩემი ძმა საპყრობილეში ამის გამო დატოვა",- თქვა თორნიკე მამალაძემ.

დეკანოზი გიორგი მამალაძე სალომე ზურაბიშვილმა არ შეიწყალა. მისი შეწყალების შუამდგომლობით პრეზიდენტს საქართველოს საპატრიარქომ მიმართა.

პრეზიდენტის თქმით, მან გადაწყვიტა, თავისი გადაწყვეტილებით საზოგადოებაში ახალი დაპირისპირებისთვის ხელი არ შეეწყო. მისივე განცხადებით, "მაშინ, როცა დანაშაულის მახასიათებლები თავისთავად იწვევს მძაფრ რეაქციებს, პოლიტიკოსებისა თუ სასულიერო პირების მიერ წინასწარ გაკეთებულმა მკვეთრმა განცხადებებმა არ შეუწყო ხელი გადაწყვეტილებების პროცესს. ისეთ პროცესს, რომელიც სიმშვიდესა და ყოველგვარი ემოციისგან დაცლას მოითხოვს".

გიორგი მამალაძის შეწყალების შუამდგომლობით პრეზიდენტს წმიდა სინოდმა ნოემბერში მიმართა. 4 იანვარს, სალომე ზურაბიშვილი საპატრიარქოში იმყოფებოდა, სადაც ილია მეორეს იუბილე მიულოცა და სინოდის წევრებს შეხვდა.

დეკანოზი გიორგი მამალაძე სასამართლომ პატრიარქის მდივან-რეფერანტი შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების ბრალდებაში დამნაშავედ 2017 წლის 5 სექტემბერს ცნო. მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: ქუთაისში მარკეტი დააყაჩაღეს, დაკავებულია 1 პირი

კომენტარები