უბედური შემთხვევა

მარნეულში თერმული დამწვრობის შედეგად, 2 წლის ბავშვი გარდაიცვალა

0 კომენტარი

მარნეულის კლინიკა "ავერსში" ორი წლის ბავშვი თერმული დამწვრობის შედეგად გარდაიცვალა. როგორც ინტერპრესნიუსს კლინიკაში უთხრეს, ბავშვი შოკურ მდგომარეობაში დაგვიანებით, ორი დღის შემდეგ მიიყვანეს. ექიმებმა ბავშვის გადარჩენა ვერ შეძლეს, მას სხეულის 80% ჰქონდა დამწვარი.

სააგენტოს ინფორმაციით, მშობლები ამბობენ, რომ ბავშვს ცხელი წყალი გადაესხა და სახლში მალამოებით მკურნალობდნენ.

შსს-მ გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ 6 პირი, რომლებმაც საქმის გასარჩევად "კანონიერ ქურდს", ბურდღუნიჩას მიმართეს - VIDEO

კომენტარები