ცნობილი ადამიანები

ბრედ პიტი: ჯენიფერ ენისტონი ჩემი კარგი მეგობარია

0 კომენტარი
ფოტო: Getty Images

გუშინ ოქროს გლობუსის დაჯილდოების 77-ე ცერემონიალი ჩატარდა და მაყურებლების ნაწილი გამარჯვებულების გამოვლენაზე არანაკლებ, ბრედ პიტისა და ჯენიფერ ენისტონის შეხვედრას ელოდებოდა.

56 წლის ბრედ პიტმა გამოცემა Entertainment Weekly-სთან ამ თემაზე ისაუბრა.

"მე შევხვდები ჯენს [ჯენიფერ ენისტონს], ის ჩემი კარგი მეგობარია, დიახ", - თქვა ბრედ პიტმა მას შემდეგ, რაც ჟურნალისტმა უთხრა რომ მთელ სამყაროს მათი საერთოდ ფოტოს ნახვა სურდა.

ამის შემდეგ მსახიობმა საუბარი ხუმრობით განაგრძო.

"მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი გაერთიანება მისთვის ამ წელს? მესმის. პირველი Friends-ის იყო, ამასე საუბრობდნენ", - თქვა ბრედ პიტმა.

უკანასკნელი შემთხვევა, როდესაც ბრედ პიტი და ჯენიფერ ენისტონი ოქროს გლობუსზე ფოტოებისთვის ერთად პოზირებდნენ 2002 წელი იყო - ისინი მაშინ წყვილი იყვნენ და ერთმანეთს სამი წლის შემდეგ, 2005 წელს დაშორდნენ.

ოქროს გლობუსზე 2002 წელს.

ბრედ პიტის ანჯელინა ჯოლისთან დაშორების შემდეგ რამდენჯერმე გავრცელდა ჭორი, რომ ის და ჯენიფერ ენისტონი საიდუმლოდ ერთად იყვნენ, თუმცა ეს ინფორმაცია არც ერთხელ არ დადასტურებულა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ 6 პირი, რომლებმაც საქმის გასარჩევად "კანონიერ ქურდს", ბურდღუნიჩას მიმართეს - VIDEO

კომენტარები