აშშ-ირანი

Reuters: აშშ-მა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს გაეროს უშიშროების საბჭოსთვის ვიზა არ მისცა

ჯავად ზარიფი

აშშ-მა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს, მუჰამედ ჯავად ზარიფს ხუთშაბათს, ნიუ იორკში გაეროს უშიშროების საბჭოს შეხვედრაზე დასასწრებად ვიზა არ მისცა.

ინფორმაციას ამის შესახებ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით Reuters ავრცელებს.

1947 წლის გაეროს სათაო ოფისის შეთანხმების მიხედვით აშშ ვალდებულია უცხოელ დიპლომატებს გაეროს ოფისზე წვდომა მისცეს, თუმცა ოფიციალურ ვაშინგტონში ამბობენ, რომ გამონაკლისს წარმოადგენს ისეთი შემთხვევები, როდესაც საქმე ეხება უსაფრთხოებას, ტერორიზმს და საგარეო პოლიტიკას.

აშშ-ის სახელწმიფო დეპარტამენტში გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარს ჯერ-ჯერობით არ აკეთებენ. გაეროში ირანული მისიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ინფორმაცია თავადაც მედიიდან გაიგეს და ოფიციალური კომუნიკაცია ირანთან ამ თემაზე არ ჰქონიათ.

უშიშროების საბჭოს ეს შეხვედრა და მასზე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის დასწრება მანამდე დაიგეგმა, ვიდრე უკანასკნელ დღეებში აშშ-სა და ირანს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო დაიძაბებოდა.

კომენტარები