ფლორიდა

ფლორიდაში კაცი ბინაში შეპარულმა მძარცველმა გააღვიძა, რომელიც მის ფეხის თითებს წუწნიდა

0 კომენტარი
ფოტო: istock

ფლორიდაში მძარცველს ეძებენ, რომელიც მამაკაცის ბინაში შეიპარა და მის ფეხის თითებს წუწნიდა.

WSOC TV-ის ცნობით, შობის დღეს მამაკაცს ღამე გაეღვიძა და დაინახა, რომ მძარცველი მის ფეხის თითებთან იყო ჩაცუცქული.

ფლორიდის ქალაქ მანატის პოლიციის განყოფილების ცნობით, ეჭვმიტანილმა მამაკაცს უთხრა რომ ის სახლში "თითების წუწვნისთვის" იყო, მას შემდეგ რაც 20 წლის ბინის პატრონმა თქვა რომ მას ფული არ ჰქონდა.

ასევე პოლიციის ცნობით, სახლის დატოვებამდე ეჭვმიტანილმა მამაკაცის მანქანის საქარე მინას ჩაარტყა, რათა ის გაეტეხა.

ჯერჯერობით ამ საქმეთან დაკავშირებით არავინ დაუკავებიათ, თუმცა მამაკაცის ფეხის თითებზე დატოვებული ნერწყვიდან დნმ-ი აღებულია და გამოძიება გრძელდება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ყოფილი ცოლის ცემისთვის ბათუმში 29 წლის კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები