ჩინეთი

ჩინეთში ყოველწლიური ყველაზე დიდი ყინულის ფესტივალი გაიხსნა [გალერეა]

0 კომენტარი

ჩინეთში, ხეილონგძიანგის პროვინციის დედაქალაქ ხარპინში, ყველაზე დიდი ყინულისა და თოვლის ქანდაკებების ყოველწლიური ფესტივალი 5 იავნარს გაიხსნა და 25 თებერვლამდე გაგრძელდება. ხარპინის ფესტივალი მსოფლიოში ერთერთი უდიდესი ყინულის ფესტივალია.

სხვადასხვა ყინულის ქანდაკება და ნაგებობა, დაახლოებით, 120 000-ზე მეტი კუბური მეტრი ყინულისგანაა დამზადებული. დაახლოებით 100 000 ადამიანი 15 დღის განმავლობაში აშენებდა "ყინულის ქალაქს".

ფესტივალზე შესაძლებელია თხილამურებით, ციგურებით სრიალი, ყინულის ჰოკეის თამაში და ასობით სხვა აქტივობაში მონაწილეობის მიღება. ფესტივალის მიმდინარეობისას ზოგმა მონაწილემ -7 გრადუს ყინვაში სონგხუას მდინარეში შეცურა. ფესტივალზე ასევე რამდენიმე ათეული წყვილიც დაქორწინდა.

ხარპინის ყინულისა და თოვლის ქანდაკებების ფესტივალზე შესვლა 330 იუენი ($48) ღირს.

2018 წელს ფესტივალს 18 მილიონი ადამიანი ესტუმრა და ტურიზმიდან ხარპინის შემოსავალი 4.4 მილიარდი აშშ დოლარი იყო.

2022 წელს ჩინეთში პეკინის ზამთრის ოლიმპიადის ჩატარება არის დაგეგმილი და სეზონზე მილიონობით ტურისტს ელოდებიან.

ყინულისა და თოვლის ქანდაკებების ფესტივალი 1963 წლიდან იმართება, თუმცა, კულტურული რევოლუციის დროს შეჩერდა და 1985 წლიდან კვლავ გაგრძელდა. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ყაჩაღობა ვარკეთილში - საბითუმო მაღაზიაზე თავდასხმისთვის ორი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები