ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე საქართველოს თავდაცვის ძალების I ქვეითი ბრიგადის მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებმა შობის დღესასწაული აღნიშნეს.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მე-12 ბატალიონის მეთაურმა მოწვეულ სტუმრებს საქართველოს ისტორიის, კულტურისა და თავდაცვის ძალების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. სამხედროებმა საშობაო სუფრისთვის ხინკალი და სხვა ქართული ტრადიციული კერძები მოამზადეს და სტუმრებს გაუმასპინძლდნენ.
მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონი "მტკიცე მხარდაჭერის" მისიას ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ასრულებს. ქვედანაყოფის მთავარი ამოცანა ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.