დეკანოზ მამალაძის საქმე

მეუფე პეტრე მეუფე დიმიტრის განცხადებაზე: ჩემს წინააღმდეგ მორიგი ორკესტრირებული შეტევაა

0 კომენტარი
ფოტო: ghn.ge

მე ვარ გადაბრალების ობიექტი - ასე გამოეხმაურა განყენებული მიტროპოლიტი პეტრე ცაავა, მეუფე დიმიტრი შიოლაშვილს, რომელმაც თქვა, რომ პეტრე ცაავას "დიდი როლი აქვს დეკანოზ გიორგი მამალაძის ციხეში ყოფნის გახანგრძლივებაში". მეუფე პეტრე ამბობს, რომ მის წინააღმდეგ "მორიგი ორკესტრირებული შეტევა" მიმდინარეობს და ეს მხოლოდ მეუფე დიმიტრის მხრიდან არ არის. მისი თქმით, ამის მიზეზი დეკანოზ მამალაძის მხარდაჭერაა. 

"წინა დღეებში მე ვამბობდი, რომ გონების ნატამალი თუ შერჩა ეკლესიას და ხელისუფლებას, აუცილებლად უნდა მოხდეს დეკანოზის შეწყალება. ან ალტერნატიული გზა სასჯელის გადავადებით. იუსტიციის სამინისტროს უნდა გამოეყვანა და შეწყალება დაეწეოდა მაშინ... ჩემს წინააღმდეგ მომართული ორკესტრირებული შეტევა ემსახურება ჩემს დისკრედიტაციას. მე მიმაჩნდა რომ მამაოს არ გამოშვება იყო ტრაგედია. მაგრამ ახლა ხომ ვიღაცას უნდა დააბრალონ ეს შეცდომა რაც დაუშვეს დ არა ტყვეობაშიც არის დეკანოზი. მე ვარ გადაბრალების ობიექტი"- ამბობს მეუფე პეტრე მთავარი არხის ეთერში. 

განყენებულ მიტროპოლიტ პეტრეზე ბოდმელმა ეპისკოპოსმა იაკობმაც ისაურბა. მან თქვა, რომ პეტრეს პატრიარქის აუგად მოხსენიებისთვის პასუხს აგებინებს. 

"იმ ადამიანს [მეუფე პეტრეს] ჭკუა აქვს, რომელიც ახლა პატრიარქს ბრძოლას გამოუცხადებს? რამე ჭკუის ნატამალი აქვს მას? რა თქმა უნდა არა. უწმინდესის აუგად ხსენებას არათუ ეკლესიაში, არამედ გარეთაც არავის მოვუთმენთ და პასუხს მოვთხოვთ"- თქვა მეუფე იაკობმა საშობაო ქადაგებაზე. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

1702 აბი MDMA, 490 კაფსულა ლირიკა, 237 გრ მარიხუანა - სარფში აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს

კომენტარები