ავსტრალია

ავსტრალიაში გაჩენილი ხანძრების კვამლმა სამხრეთ ამერიკამდე მიაღწია - WMO

Alberto Pena/EPA / Reuters

მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის ინფორმაციით, ავსტრალიაში გაჩენილმა ხანძრების კვამლმა სამხრეთ ამერიკამდე მიაღწია.

ორგანიზაციაში ვარაუდობენ, რომ მასშტაბური ხანძრებით გამოწვეულმა კვამლმა, შესაძლოა, ანტარქტიკამდეც მიაღწიოს.

ახალ ზელანდიაში ხანძრების კვამლის გამო ცა ნარინჯისფერია. ჩილეში ცა განაცრისფრდა. Guardian-ის ცნობით, არგენტინაში, კერძოდ ბუენოს აირესში, მზის ჩასვლისას ცამ წითელი ფერი მიიღო.

ავსტრალიაში მასშტაბური ხანძრების გამო ატმოსფეროში 400 მეგატონა ნახშირორჟანგი გამოიყო.

ავსტრალია რამდენიმე თვეა მასშტაბურ ხანძარს ებრძვის. სექტემბრიდან დღემდე სტიქიას 23 ადამიანი ემსხვერპლა, 2000-მდე სახლი განადგურდა. დაიწვა მილიონობით ჰექტარი ტყის ფართობი.

განადგურდა 500 მილიონზე მეტი ცხოველი, მათ შორის კოალების პოპულაციის 30%-ზე მეტი.

კომენტარები