ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაცია

პენტაგონი ადასტურებს სარაკეტო შეტევას ორ ბაზაზე

0 კომენტარი
ფოტო: unian.info

აშშ-ის თავდაცვის უწყებამ გამოქვეყნებულ განცხადებაში ოფიციალურად დაადასტურა ირანიდან განხორციელებული სარაკეტო შეტევები ირბილისა და ალ-ასადის ბაზებზე. 

"ნათელია, რომ სარაკეტო შეტევები განხორციელდა ირანიდან, საუბარია 10-ზე მეტ რაკეტაზე. სარეკეტო შეტევების სამიზნე იყო ორი სამხედრო ბაზა, რომელზეც ამ დროისთვის ამერიკული სამხედრო პერსონალია დისლოცირებული. ალ-ასადი და ირბილი. ჩვენ ვაწარმოებთ პირველად სამუშაოებს მიღებული ზიანის აღრიცხვისთვის", — ნათქვამია განცხადებაში. 

პენტაგონის წარმომადგენლის, ჯონატან ჰოფმანის თქმით, აშშ-ის სამხედრო ბაზები ახლო აღმოსავლეთში უკვე რამდენიმე დღეა, საბრძოლო მზადყოფნის მდგომარეობაზე არიან გადასულები და შეტევას მომზადებულები დახვდნენ. 

უწყებაში ასევე ამბობენ, რომ ირანის შეტევა უპასუხოდ არ დარჩება და ყველაფერს იღონებენ ამერიკელი სამხედროების, პარტნიორებისა და მოკავშირეების დასაცავად. 

პირველი ცნობები ირანიდან განხორციელებული შეტევის შესახებ დაახლოებით ერთი საათის წინ გავრცელდა. შეტევაზე პასუხისმგებლობა ოფიციალურად აიღო ირანის ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსმა. 

ჯერჯერობით არ ვრცელდება ინფორმაცია მსხვეპლზე და დაშავებულებზე.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თურქეთიდან საქართველოში 508 აბი სუბუტექსის შემოტანისთვის თბილისის აეროპორტში 1 პირი დააკავეს

კომენტარები