ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაცია

დონალდ ტრამპი ოვალური კაბინეტიდან სპეციალურ მიმართვას გაავრცელებს

0 კომენტარი
დონალდ ტრამპი ფოტო: Getty Images

ტელეკომპანია CNN-ის ინფორმაციით, ირანიდან ამერიკულ ბაზებზე განხორციელებულ შეტევასთან დაკავშირებით, პრეზიდენტი ტრამპი სპეციალურ მიმართვას დღეს გაავრცელებს. 

ტელეკომპანია ორ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ამ მომენტში თეთრი სახლის ადმინისტრაცია ბრიფინგს ამზადებს, მზადების პროცესშია პრეზიდენტის სიტყვაც. ამავდროულად ტელეკომპანია არ ავრცელებს შესაძლო მიმართვის დროს. 

არსებული ინფორმაციით, თეთრ სახლში მიმდინარე შეხვედრა უკვე დასრულდა. პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან საგანგებო შეხვედრაზე იმყოფებოდნენ უფროსი მრჩევლები ნაციონალური უსაფრთხოების საკითხებში, ასევე, თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი მარკ ესპერი და სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო. 

არსებული ინფორმაციით, შეხვედრა 50 წუთის განმავლობაში გაგრძელდა. 

პირველი ცნობები, ირანიდან განხორციელებული შეტევის შესახებ დაახლოებით ერთი საათის წინ გავრცელდა. არსებული ინფორმაციით შეტევის სამიზნე ალ-ასადისა და ირბილის ბაზები გახდა. შეტევები ირანული ბალისტიკური რაკეტებით განხორციელდა. 

ცნობები დაშავებულებისა და მსხვერპლის შესახებ ჯერჯერობით არ ვრცელდება. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია 2008 წელს მოხდა" - მითი აგვისტოს ომზე

კომენტარები