ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაცია

თეთრი სახლი: დონალდ ტრამპი სპეციალურ მიმართვას არ გაავრცელებს

დონალდ ტრამპი
Getty Images

დონალდ ტრამპი სპეციალურ მიმართვას არ გაავრცელებს. ინფორმაციას ამის შესახებ კვლავაც ტელეკომპანია CNN ავრცელებს. ტელეკომპანია თეთრი სახლის წარმომადგენელს ეყრდნობა. 

მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ერაყში ამერიკულ ბაზებზე განხორციელებულ შეტევასთან დაკავშირებით დონალდ ტრამპის სპეციალური მიმართვა მზადდებოდა. 

არსებული ინფორმაციით, თეთრ სახლში მიმდინარე შეხვედრა უკვე დასრულდა. პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან საგანგებო შეხვედრაზე იმყოფებოდნენ უფროსი მრჩევლები ნაციონალური უსაფრთხოების საკითხებში, ასევე, თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი მარკ ესპერი და სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო. 

არსებული ინფორმაციით, შეხვედრა 50 წუთის განმავლობაში გაგრძელდა. 

პირველი ცნობები, ირანიდან განხორციელებული შეტევის შესახებ დაახლოებით ერთი საათის წინ გავრცელდა. არსებული ინფორმაციით შეტევის სამიზნე ალ-ასადისა და ირბილის ბაზები გახდა. შეტევები ირანული ბალისტიკური რაკეტებით განხორციელდა. 

ცნობები დაშავებულებისა და მსხვერპლის შესახებ ჯერჯერობით არ ვრცელდება. 

კომენტარები