ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაცია

თეთრი სახლი: ირანთან დაკავშირებით დღეს დამატებითი განცხადებები არ იქნება

0 კომენტარი

თეთრი სახლის პრესსპიკერი, სტეფანი გრიშემი ამბობს, რომ უახლოეს საათებში ირანთან დაკავშირებით თეთრი სახლი არანაირ დამატებით, წერილობით განცხადებებს არ გააკეთებს. 

რამდენიმე წუთით ადრე ცნობილი გახდა, რომ დონალდ ტრამპი საკითხთან დაკავშირებით მიმართვას არ გაავრცელებდა.

მანამდე სტეფანი გრიშემი ამბობდა, რომ მომხდარი შესახებ დონალდ ტრამპი საქმის კურსშია. 

არსებული ინფორმაციით, თეთრ სახლში მიმდინარე შეხვედრა უკვე დასრულდა. პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან საგანგებო შეხვედრაზე იმყოფებოდნენ უფროსი მრჩევლები ნაციონალური უსაფრთხოების საკითხებში, ასევე, თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი მარკ ესპერი და სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო. 

არსებული ინფორმაციით, შეხვედრა 50 წუთის განმავლობაში გაგრძელდა. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

სტუმრების ცემისთვის ბარის დაცვის თანამშრომლების შემდეგ მენეჯერიც დააკავეს

კომენტარები