ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაცია

აიათოლა ალი ხამინეი: აშშ ათასჯერ მეტად დაიზიანებს თავს, ვიდრე ირანს

0 კომენტარი
აიათოლა ალი ხამენეი ფოტო: Reuters

ტელეკომპანია CNN-ის ინფორმაციით, საჯარო გამოსვლაში ირანის უმაღლესი ლიდერი აიათოლა ალი ხამინეი ირანის მიერ განხორციელებულ შეტევებს გამოეხმაურა. 

ტელეკომპანი ირანულ საინფორმაცია სააგენტო Farsnews-ის ეყრდნობა. როგორც ცნობილია, სააგენტო ალი ხამინეის მიმართვის ვიდეო კადრებს ავრცელებს, რომელიც დათარიღებული არ არის. ვიდეოში ჩანს, როგორ მიმართავს აიათოლა ადგილზე შეკრებილ ხალხს. 

აიათოლა დასძენს, რომ შეტევისა და გაქცევის დრო დასრულდა და ნებისმიერ შეტევას აშშ-ისგან საპასუხო დარტყმა მოყვება. 

ერაყში მდებარე ორი სამხედრო ბაზა ერაყში დაახლოებით ორი საათის წინ ირანის ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსმა ბალისტიკური რაკეტებით დაბომბა. ჯერჯერობით არ ვრცელდება ინფორმაცია მსხვერპლზე. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბათუმში სავალუტო ჯიხურის დაყაჩაღების ბრალდებით 19 წლის ბიჭი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები