ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაცია

ჰეზბოლა ისრაელის დაბომბვით იმუქრება

აშშ-ისგან საპასუხო დარტყმის შემთხვევაში, შიიტური გასამხედროებული ორგანიზაცია ჰეზბოლა ისრაელის დაბომბვით იმუქრება. ინფორმაციას ამის შესახებ Jerusalem Post ავრცელებს. 

"ჩვენ არ ვაპირებთ, განვაცალკევოთ ისრაელის სიონისტური რეჟიმი აშშ-ის კრიმინალური რეჟიმისგან. ჩვენ ვაფრთხილებთ დიდ სატანას [აშშ] და მის სისხლმოწყურებულ, აროგანტულ რეჟიმს - ნებისმიერი საპასუხო ქმედება მათთვის გაცილებით უფრო მტკივნეული და დამანგრეველი შედეგებით დასრულდება", — ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში. 

მანამდე ვრცელდებოდა ირანის ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსის მუქარები ხაიფასა და დუბაის დაბომბვასთან დაკავშირებით. 

შეტევა ორ ამერიკულ სამხედრო ბაზაზე ერაყში ორი საათის წინ ირანიდან განხორციელდა. ჯერჯერობით არ ვრცელდება ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ.

კომენტარები