ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაცია

ზარიფი: ჩვენ არ გვსურს ვითარების ესკალაცია, ან, ომი, მაგრამ თავს დავიცავთ

ჯავად ზარიფი
Reuters

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯავად ზარიფი, მიმდინარე ვითარებას ტვიტერზე გამოეხმაურა. ჯავად ზარიფის თქმით, ირანს არ სურს ვითარების ესკალაცია ან ომი, მაგრამ ნებისმიერი აგრესიისგან ირანი თავს დაიცავს. 

"თავდაცვის მიზნით, ირანმა პროპორციული საპასუხო ზომები განახორციელა. ჩვენი მოქმედებები დაცულია გაეროს წესდების 51-ე მუხლით, რომელიც გვაძლევდა უფლებას, შეგვეტია სამხედრო ბაზაზე, საიდანაც ირანის მოქალაქეებისა და უმაღლესი სახელმწიფო პირების მიმართ ლაჩრული შეტევა განხორციელდა. ჩვენ არ გვსურს ვითარების ესკალაცია, ან, ომი მაგრამ ირანი თავს ნებისმიერი აგრესიისგან დაიცავს", — ნათქვამია ჯავად ზარიფის განცხადებაში. 

მანამდე ირანის ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსი ისრაელისა და საუდის არაბეთის დაბომბვით დაიმუქრა. გენერალ ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაციის საპასუხოდ ირანმა შეტევა ორი საათის წინ განახორციელა.

თავდასხმის ობიექტი ერაყში მდებარე ორი სამხედრო ბაზა გახდა. არსებული ინფორმაციით,  აფეთქვების შედეგად ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეები არ დაშავებულან.

კომენტარები