წყალმომარაგების პრობლემა

წყალმომარაგების კომპანია: ვვარაუდობთ, მალე შევძლებთ ბაკურიანში წყლის მიწოდების აღდგენას

წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის გრიგოლ მანდარია "ვარაუდობს, რომ ჩატარებული სამუშაოების შედეგად, მალე შეძლებენ ბაკურიანის პრობლემურ სასტუმროებში წყლის მიწოდების აღდგენას." მანდარია ამბობს, რომ პრობლემის აღმოსაფხვრელად სამუშაოები მთელ ღამე მიმდინარეობდა.

"ამ დროისთვის, დამატებითი დებიტი მოძიებულია, მიყვანილია რეზერვუარამდე და მიმდინარეობს შესაბამისი ტექნიკური სამუშაოები. თუ, მაგისტრალზე რაიმე დაზიანება არ მოხდა, სხვა დამაბრკოლებელი გარემოება არ გვაქვს," - ამბობს წყალმომარაგების კომპანიის ხელმძღვანელი.

მისივე თქმით, ბაკურიანის 85%–ს წყალი სტაბილურად მიეწოდება, პრობლემა აქვს სამ მსხვილ ობიექტს - „მგზავრების პანორამა“, "რუმსს", და "მგზავრების" რამდენიმე კურპუსს.

წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ასევე ამბობს, რომ გუდაურში, "რედკოს დასახლებაში" პრობლემა აღმოფხვრილია და დასახლებას წყალი სტაბილურად მიეწოდება.

გუდაურისა და ბაკურიანის სასტუმროებისა და მოსახლეობის ნაწილს ბოლო რამდენიმე დღე წყალი არ მიეწოდებოდა. გუშინ თანამდებობა დატოვა წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა ეკატერინე გალდავამ და მის ნაცვლად გრიგოლ მანდარია დაინიშნა. 

კომენტარები