TikTok

TikTok-ის 800 მილიონი მოხმარებლის პირადი მონაცემები საფრთხის ქვეშაა

ისრაელური კვლევითი კომპანიის, Check Point Research-ის თანახმად, სოციალურ ქსელ TikTok-ს გააჩნია მნიშვნელოვანი ხარვეზები პირადი მონაცემების დაცვის თვალსაზრისით, რაც საფრთხეს უქმნის მისი 800 მილიონი მომხმარებლის უსაფრთხოებას.

ანგარიშის მიხედვით, სოციალური ქსელის გაუმართავი სისტემა მომხმარებლებისთვის რამდენიმე სახის საფრთხეს შეიცავს. მათ შორისაა:

  • თავდამსხმელებს შეუძლიათ, სხვისი ანგარიშით ატვირთონ ვიდოები
  • თავდამსხმელებს შეუძლიათ, სხვა მომხმარებლებს ატვირთული ვიდეო წაუშალონ
  • შესაძლებელია, აგრეთვე, არასაჯაროდ გამოქვეყნებული ვიდეოების გასაჯაროება

გარდა ამისა, TikTok-ის ხარვეზები ჰაკერებს სოციალური ქსელის პირად მონაცემებზეც აძლევს წვდომას, როგორიცაა ელექტრონული ფოსტის მისამართი ან დაბადების თარიღი.

TikTok ჩინური სოციალური ქსელია, რომელიც, ძირითადად, თინეიჯერებშია პოპულარული. 2019 წელს აპლიკაცია აშშ გადმოწერების რაოდენობით მესამე იყო Facebook-ისა და Instagram-ის შემდეგ.

კვლევის საფუძველზე, 2019 წლის დეკემბერში აშშ-ის არმიაში ჯარისკაცებს აპლიკაციის გამოყენება აეკრძალათ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო.

კომენტარები