ოსკარი 2020

ოსკარის დაჯილდოების ცერემონიალი წელსაც წამყვანის გარეშე ჩაივლის

VARIETY

ამერიკული კინოაკადემიის დაჯილდოების წლევანდელი ცერემონია კვლავ წამყვანის გარეშე ჩაივლის.

ამის შესახებ ABC Entertainment-ის პრეზიდენტმა კარი ბურკმა ოთხშაბათს, 8 იანვარს, გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

მისი თქმით, გასული წლის ოსკარის ცერემონიალმა წარმატებით ჩაიარა, სწორედ ამიტომ, წლევანდელი დაჯილდოებაც წამყვანის გარეშე ჩაივლის.

გასულ წელს ცერემონიაზე წამყვანის არ ყოლა დაჯილდოების რეიტინგზე კარგად აისახა. შარშან ოსკარს 29, 6 მილიონი ადამიანი უყურებდა, რაც 2018 წლის მონაცემებზე 12%-ით მეტია.

2019 წლის დაჯილდოება კევინ ჰარტს უნდა წაეყვანა, თუმცა მისი ჰომოფობიური ტვიტების გამო, მსახიობი ამ პოზიციიდან მოხსნეს და ცერემონიამ უწამყვანოდ ჩაიარა. 

2020 წლის ამერიკული კინოაკადემიის, ოსკარის დაჯილდოება 9 თებერვალს გაიმართება.

კომენტარები