დეკანოზ მამალაძის საქმე

"საპატრიარქოს უგულობას მალე წერტილი დაესმება" - მამა ანდრია სარია დეკანოზ მამალაძეს აზიარებს

0 კომენტარი
ფოტო: მთავარი

მამა ანდრია სარია დეკანოზ გიორგი მამალაძეს აზიარებს. ამის შესახებ მამა ანდრიამ გლდანის ციხეში შესვლამდე თქვა და აღნიშნა, რომ ის დეკანოზის თხოვნით მივიდა, რადგან გიორგი მამალაძეს საშობაოდ ზიარების სურვილი ჰქონდა.

"ზიარება უნდა საშობაოდ. მგონი არავის არ უზიარებია, ეს ერთი და მეორე, რაც კი ამ საშობაო პერიოდში ცილის წამების ნიაღვარი მოდიოდა მასზე თავდასხმის. არათუ სიყვარულის ობიექტად არამედ სიძულვილის ობიექტად გაიხადა საპატრიარქომ და გულმოწყალების ნაცვლად ვხედავთ რომ უგულობას აქვს ადგილი"- ამბობს მამა ანდრია. 

მისივე თქმით, საპატრიარქოს მთავარი გზავნილია, რომ დეკანოზი ციხეში ჯდომის ღირსია. მამა ანდრია ამბობს,რომ "საპატრიარქოს უგულობას მალე წერტილი დაესმება". 

ე.წ. ციანიდის საქმეში მსჯავრდებულმა დეკანოზ გიორგი მამალაძემ შიმშილობა 6 იანვარს, მას შემდეგ დაიწყო, რაც ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტმა ის არ შეიწყალა. დეკანოზმა შიმშილობა 8 იანვარს სახალხო დამცველთან შეხვედრის შემდეგ შეწყვიტა.

გიორგი მამალაძის შეწყალების შუამდგომლობით პრეზიდენტს წმიდა სინოდმა ნოემბერში მიმართა. აღსანიშნავია, რომ 4 იანვარს, სალომე ზურაბიშვილი საპატრიარქოში იმყოფებოდა, სადაც ილია მეორეს იუბილე მიულოცა და სინოდის წევრებს შეხვდა. მსჯავრდებული დეკანოზის ძმის თქმით, ილია მეორემ პირად საუბრებში ზურაბიშვილს დეკანოზის შეწყალებაზე უარი უთხრა. სალომე ზურაბიშვილის თქვა, რომ მან ვერ მონახა არგუმენტი, "რატომ უნდა დაშვებულიყო გამონაკლისი დეკანოზ მამალაძეზე".

დეკანოზი გიორგი მამალაძე სასამართლომ პატრიარქის მდივან-რეფერანტი შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების ბრალდებაში დამნაშავედ 2017 წლის 5 სექტემბერს ცნო. მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თავისუფლების ინსტიტუტის დოკუმენტური ფილმი "გავრილოვის ღამე", ნაწილი II - "დარბევა"

კომენტარები