აეროპორტები

2019 წელს ქართული აეროპორტების მგზავრთნაკადი 3%-ით გაიზარდა

kutaisiairport.ge

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ცნობით, 2019 წელს საქართველოს აეროპორტები 5 200 419 მგზავრს მოემსახურა, რაც 2018 წელთან შედარებით 3%-ით მეტია.

მგზავრთნაკადი თბილისის გარდა ყველა აეროპორტში გაიზარდა. ზრდა განსაკუთრებით დიდი იყო ქუთაისის აეროპორტში, რომელიც 2018 წელთან შედარებით 42%-ით მეტ მგზავრს მოემსახურა.

2019 წელს საქართველოს აეროპორტების რეიტინგი მგზავრთნაკადის მიხედვით ასეთი იყო:

  1. თბილისის აეროპორტი - 3 692 202 მგზავრი, 2018 წელთან შედარებით 3%-იანი კლება
  2. ქუთაისის აეროპორტი - 873 907 მგზავრი, 42%-იანი ზრდა
  3. ბათუმის აეროპორტი - 624 178 მგზავრი, 4%-იანი ზრდა
  4. მესტიის აეროპორტი - 8 266 მგზავრი, 23%-იანი ზრდა
  5. ამბროლაურის აეროპორტი - 1 866 მგზავრი, 23%-იანი ზრდა 

კომენტარები