რუსეთი

რუსულმა გამოცემებმა 800-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი ეთიკის ნორმების დარღვევის გამო გაიწვიეს

რუსეთის მეცნიერებათა აკადემია
Istock

რუსეთის აკადემიურმა გამოცემებმა 800-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი გაიწვიეს მას შემდეგ, რაც რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის კომისიამ ეთიკის ნორმების დარღვევა დაადგინა.

კომისიის ანგარიშის მიხედვით ნაშრომები შეიცავდა პლაგიარიზმის და თანა-ავტორობის ნიშნებას, როდესაც აკადემიკოსები ნაშრომის ავტორად ეწერებიან მასში წვლილის შეტანის გარეშე.

აშშ-ის მეცნიერების ეროვნული ორგანზაციის წარმომადგენლების თქმით ეს ანგარიში ამყარებს იმის ფიქრის საფუძველს, რომ ქვეყანა სამეცნიერო სფეროში სწორი გზით არ ვითარდება და საკუთარ რეპუტაციას ვნებს.

რუსეთში 6000-მდე აკადემიური ჟურნალი გამოიცემა, მათი უმეტესობა რუსულ ენაზე. 2019 წელს ჩატარებულმა კვლევამ დაადგინა, რომ რუსი ავტორები უფრო მეტ ნაშრომს აქვეყნებენ ჟურნალებში, ვიდრე მათი კოლეგები სხვა ქვეყნებში, თუმცა სტანდარტები ბევრად დაბალია. 2018 წლის მარტში კი Dissernet-ის ქსელმა 1500-მდე ჟურნალში გამოქვეყნებულ ნაშრომებში პლაგიარიზმის 4000, ხოლო საეჭვო ავტორობის 150,000 შემთხვევა გამოავლინა.

ასევე ხშირია შემთხვევები, როდესაც რუსი ავტორები საკუთარ ნაშრომებს ხელახლა აქვეყნებენ. 2019 წლის სექტემბერში რუსულ ენაზე დაწერილი 4.3 მილიონამდე კვლევის შესწავლის შედეგად აღმოჩნდა, რომ მათგან 70,000-ზე მეტი სულ მცირე ორჯერ იყო გამოქვეყნებული. რამდენიმე მათგანი კი 17-ჯერაც იყო ხელახლა გამოქვეყნებული.

სამეცნიერო ჟურნალების ნაწილმა ეთიკური ნორმების დარღვევის შემცველი ნაშრომების აღებაზე უარი განაცხადა. რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ანგარიში მოიცავს მოწოდებას, რომ ეს ჟურნალები eLibrary-ს ციტირების ინდექსიდან ამოიღონ, რაც მათ ფინანსების და ნაშრომების მოძიებას გაურთულებს.

ამავე კომისიამ 2019 წელს რეკომენდაცია გასცა სამეცნიერო აკადემიის წევრების არჩევნებზე მხარი არ დაეჭირათ 56 კანდიდატისათვის, რომლებიც პლაგიარიზმში და ეთიკის ნორმების სხვა დარღვევებში იყვნენ შემჩნეული.

კომენტარები