ავსტრალია

ავსტრალიაში ხანძრებს მილიარდზე მეტი ცხოველი ემსხვერპლა

Matthew Abbott / The New York Times

სიდნეის უნივერსიტეტის ცნობით, ავსტრალიის მასშტაბურმა ხანძრებმა მილიარდზე მეტი ცხოველი გაანადგურა.

უნივერსიტეტის პროფესორის, კრის დიკმანის ინფორმაციით, მხოლოდ ახალი სამხრეთ უელსის შტატში ხანძრებმა 800 მილიონი ცხოველი იმსხვერპლა.

დიკმანი ამბობს, რომ ის ცხოველები, რომლებმაც მოახერხეს და გადაურჩნენ ხანძარს საფრთხის წინაშე მაინც არიან, რადგან მათი დაბრუნება იმ ადგილებში, სადაც ბინადრობენ დიდი გამოწვევაა, რადგნ ტერიტორიები ხანძარმა მთლიანად გაანადგურა.

ამ მონაცემებამდე ცნობილი იყო, რომ მასშტაბურმა ხანძრებმა 500 მილიონზე მეტი ცხოველი, მათ შორის კოალების პოპულაციის 30%-ზე მეტი გაანადგურა.

ავსტრალია რამდენიმე თვეა მასშტაბურ ხანძარს ებრძვის. სექტემბრიდან დღემდე სტიქიას 24 ადამიანი ემსხვერპლა, 1500-მდე სახლი განადგურდა. დაიწვა მილიონობით ჰექტარი ტყის ფართობი. ხანძრის ჩაქრობაში ჩართულია ქვეყნის შეიარაღებული ძალები.

კომენტარები