10 იანვარს, გლდანის და საბურთალოს ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება

newcastle.gov.za

ხვალ, 10 იანვარს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გადაუდებელ სამუშაოებს ასახელებს. 

საბურთალოს რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), გამრეკელის, ცინცაძის, საბურთალოს, კუტუზოვის და თამარაშვილის (ნაწილობრივ) ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის V მიკრორაიონის და ხევძმარის ქერჩის მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები