ხოაკინ ფენიქსი

ხოაკინ ფენიქსს 2020 წლის ყველა დაჯილდოებაზე ერთი და იგივე კოსტუმი ეცმევა

Hollywood Reporter

ხოაკინ ფენიქსს 2020 წლის ყველა დაჯილდოებაზე ერთი და იგივე კოსტუმი ეცმევა, რათა დაეხმაროს გარემოს და მის დაბინძურებას ხელი არ შეუწყოს.

ამის შესახებ დიზაინერმა სტელა მაკარტნიმ საკუთარ ინსტაგრამზე დაწერა - სწორედ სტელა მაკარტნის კოსტუმი ეცვა ხოაკინ ფენიქსს 2020 წლის ოქროს გლობუსის დაჯილდოებაზე.

"ეს კაცი გამარჯვებულია.. აცვია სტელას კოსტუმი, რადგან გადაწყვიტა, რომ გააკეთოს არჩევანი პლანეტის მომავალზე და ყველა მის მაცხოვრებელზე. მან ასევე გადაწყვიტა, რომ ეცვას ერთი და იგივე კოსტუმი მთელი წელი, რათა ხელი არ შეუწყოს გარემოს დაბინძურებას. მე ამაყი და დაფასებული ვარ, რომ გიერთდები შენ ხოაკინ და განაგრძე შთაგონება და ნათება", - წერს სტელა მაკარტნი.

ხოაკინ ფენიქსი ხშირად საუბარობს გარემოსა და მისი დაბინძურების პრობლემებზე, მან ამის შესახებ ოქროს გლობუსზე წარმოთქმულ სიტყვაშიც ისაუბრა. მსახიობმა მადლობა გადაუხადა დაჯილდოების ორგანიზატორებს მთელი საღამოს განმავლობაში მხოლოდ ვეგანური საკვების გაკეთებისთვის და ასევე, სხვა მსახიობებს მოუწოდა, რომ არ იარონ დაჯილდოებებზე მხოლოდ კერძო თვითმფრინავებით.

"არ არის აუცილებელი, რომ დაჯილდოებებზე მისასვლელად ან უკან დასაბრუნებლად აუცილებლად კერძო თვითმფრინავები გამოვიყენოთ. მე ვაპირებ მოვიქცე უკეთესად, იმედი მაქვს თქვენც იზამთ იგივეს", - მიმართა მან აუდიტორიას.

კომენტარები