რუსეთი - სირია

პუტინი სირიაში ალ-ასადთან ერთად მართლმადიდებლურ ტაძარს და მეჩეთს ეწვია [გალერეა]

0 კომენტარი

7 იანვარს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სირიის დედაქალაქ დამასკოს მოულოდნელად ეწვია და სირიის პრეზიდენტს ბაშარ ალ-ასადს შეხვდა. პუტინი ბაშადთან ერთად სირიაში რუსეთში სამხედრო ძალების მეთაურის სამხედრო ძალების პრეზენტაციას დაესწრო, მხარეებმა რეგიონში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები და იდლიბის რეგიონში "ტერორიზმის შემცირების" გეგმები განიხილეს. მოგვიანებით გავრცელდა ფოტოები, სადაც ჩანს, რომ რუსეთისა და სირიის პრეზიდენტებმა დამასკოში ღვთისმშობლის მართლმადიდებლური ტაძარი და უმაიადის მეჩეთი მოინახულეს.

ეს პუტინის პირველი ვიზიტია 2017 წლის შემდეგ, როდესაც რუსეთის პრეზიდენტი ლატაკიას პროვინციაში ჰმეიმიმის საჰაერო ბაზას ესტუმრა.

შეხვედრისას პუტინმა ასადს უთხრა, რომ სირიის სახელმწიფოებრიობის აღდგენისთვის ბევრი გაკეთდა, ასადმა კი რუსეთის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა სირიაში მშვიდობიანი ცხოვრების აღდგენაში მისი დახმარებისთვის. ამის შესახებ ინტერფაქსი კრემლის ციტატაზე დაყრდნობით წერს. 

დამასკოში ასადი და პუტინი ასევე ანტიოქიის პატრიარქს იოანე X შეხვდნენ.

სირიიდან პუტინი თურქეთში რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შესახვედრად გაემგზავრა.

ხუთი დღის წინ სირიაში, იდლიბის პროვინციაში, ქალაქ სარმინში სარაკეტო დარტყმამ 5 ბავშვის და 4 ზრდასრული ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. "ეროვნული განმათავისუფლებელი ფრონტის" სპიკერი ნაჯი აი მუსტაფა ამბობს, რომ ბომბი, რომლითაც დარტყმა განხორციელდა, რუსულია, სახელწოდებით "ტოჩკა".

შეგახსენებთ, რომ ასადის რეჟიმმა და რუსეთმა საჰაერო თავდასხმა და სახმელეთო კამპანია ოპოზიციის უკანასკნელ პოზიციებზე მიმდინარე წლის 26 აპრილს დაიწყეს. მას შემდეგ 11,500-ზე მეტი საჰაერო თავდასხმა განხორციელდა. მათ შორის გამოიყენეს იარაღი, რომელსაც საერთაშორისო კანონმდებლობა კრძალავს. თავდასხმების სამიზნეს სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის სკოლები და საავადმყოფოებიც წარმოადგენდა.

რუსეთმა და თურქეთმა 2018 წლის სექტემბერში იდლიბთან დაკავშირებით ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწიეს, რომლის მიხედვითაც ტერიტორიაზე მათ ერთობლივი პატურლირება უნდა განეხორციელებინათ და რადიკალური ელემენტებისაგან გაეთავისუფლებინათ. მიუხედავად ამისა, მას შემდეგ, რაც 2019 წლის იანვარში ტერიტორიის ნაწილზე დაჯგუფება ჰურიათ თაჰრირ ალ-შამმა კონტროლი დაამყარა, ასადმა მოკავშირეებთან ერთად იდლიბზე თავდასხმა დაიწყო.

მონიტორიგნის ორგანიზაციების ინფორმაციით 2019 წლის აპრილის შემდეგ სირიის მთავრობისა და რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ ჩატარებულმა დაბომბვებმა ოპოზიციის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე 1,300-მდე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და მილიონამდე ადამიანს საცხოვრებლის მიტოვება მოუხდა.

დეკემბერში ერდოღანმა თქვა, რომ იდლიბის პროვინციიდან ასადის რეჟიმისა და რუსეთის მიერ განხორციელებული დაბომბვის გამო თურქეთის საზღვრისაკენ 80,000-ზე მეტი ადამიანი დაიძრა. მისივე თქმით თურქეთს მიგრანტების ახალ ნაკადთან გამკლავება არ შეუძლია და ახალ ნაკადს ყველა ევროპული ქვეყანა იგრძნობს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მარნეულში შვიდი სახლის გაქურდვაში ბრალდებულები დააკავეს (Video)

კომენტარები