ბერლინალე 2020

ჯერემი აირონსი 2020 წლის ბერლინალეს საერთაშორისო ჟიურის თავმჯდომარე იქნება

GGA

2020 წლის ბერლინალეს საერთაშორისო ჟიურის თავმჯდომარე ოსკაროსანი მსახიობი ჯერემი აირონსი იქნება. ამის შესახებ ფესტივალის Facebook გვერდიდან გახდა ცნობილი. 

"ჩვენ სიამაყით გაცნობებთ, რომ კინოსა და თეატრის ლეგენარული ბრიტანელი მსახიობი ჯერემი აირონსი 2020 წლის ბერლინალეს საერთაშორისო ჟიურის პრეზიდენტი იქნება. აირონსმა უამრავი დასამახსოვრებელი პერსონაჟი განასახიერა და ბევრი ჯილდოც დაიმსახურა, მათ შორის ოსკარი ფილმისთვის Reversal of Fortune" 

ბერლინის 70-ე საერთაშორისო კინოფესტივალი 2020 წლის 20 თებერვალს დაიწყება და 1 მარტს დასრულდება.

კომენტარები