ანაკლიის კონსორციუმი

ვოლსკი: ანაკლიის კონსორციუმმა სახელმწიფო გადააგდო

0 კომენტარი

პარლამენტის ვიცესპიკერის, გია ვოლსკის შეფასებით, ანაკლიის კონსორციუმმა "სახელმწიფო გადააგდო". მისი თქმით, კონსორციუმს სახელმწიფომ არაერთხელ გაუგრძელა ხელშეკრულება და შეუცვალა პირობები.

"რა განსაკუთრებული დამსახურება აქვს კონსორციუმს, რომელმაც პრაქტიკულად სახელმწიფო გადააგდო? საკმაოდ დიდი თანხა დახარჯა სახელმწიფომ და საქმის ნაცვლად, ამ სანაპიროზე ლელოს პოლიტიკური პარტიის პრეზენტაცია შემოგვთავაზეს. ეს არის რეალობა და ამ რეალობისთვის თვალის გასწორება გაცილებით უფრო ძნელია, ვიდრე პოლიტიკური პარტიის ან საზოგადოებრივი ორგანიზაციის ქოლგის ქვეშ ამოფარება. მომავალში, როცა სახელმწიფო ტენდერს გამოაცხადებს, ვფიქრობ, კეთილსინდისიერ შემსრულებელს იპოვნის თავის ვალდებულებების" - ამბობს ვოლსკი.

საქართველოს მთავრობა ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან 2016 წლის 3 ოქტომბერს გაფორმებულ საინვესტიციო ხელშეკრულებას წყვეტს. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დაიწყება როგორც საინვესტიციო ხელშეკრულების მოშლის სამართლებრივი, ისე "ანაკლიის პორტის შემდგომი განვითარებისათვის" პროექტის ხელახალი სატენდერო წინადადების მოსამზადებლად აუცილებელი პროცედურები.

ანაკლიის კონსორციუმს წინასწარი ვალდებულებების შესრულების ვადა 15 ოქტომბერს ამოეწურა. მოგვიანებით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ კონსორციუმს ვადა მიმდინარე წელს 31 დეკემბრამდე გადაუწიეს. ანაკლიის კონსორციუმი 31 დეკემბერს აცხადებდა, რომ არ წყვეტენ მუშაობას, რათა პროექტი არ გაჩერდეს, თუმცა, მათი შეფასებით, ამ ვითარებაში გადამწყვეტი როლი სახელმწიფოს ჩართულობას ეკისრება.

აღსანიშნავია, რომ 2019 წლის 8 იანვრიდან სისხლის სამართლის საქმე მიმდინარეობს ანაკლიის კონსორციუმის ყოფილი თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძისა და მისი მოადგილის, ბადრი ჯაფარიძის მიმართ. ხაზარაძე-ჯაფარიძეს სახელმწიფო ფულის გათეთრებას ედავება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: ქუთაისში მარკეტი დააყაჩაღეს, დაკავებულია 1 პირი

კომენტარები