RED HOT CHILI PEPPERS ჯონ ფრუშანტესთან ერთად 2020 წელს ახალ ალბომს გამოუშვებს

Getty Images

ჯონ ფრუშანტეს დაბრუნდებიდან რამდენიმე კვირაში, Red Hot Chilli Peppers-ის დრამერმა ჩედ სმიტმა დაადასტურა, რომ ჯგუფი მე-12 სტუდიურ ალბომზე მუშაობს.

ამის შესახებ ჩედ სმიტმა ჟურნალ Rolling Stone-თან ისაუბრა და თქვა, რომ ახალი ალბომი 2020 წელს გამოვალ.

"ჩვენ კონცენტრირებულები ვართ ახალ სიმღერებზე და ვწერთ მათ. ყველანი აღელვებულები ვართ ახალი მუსიკის შექმნით", - თქვა მან.

Red Hot Chilli Peppers-ს თავისი ყველაზე პოპულარული და წარმატებული ალბომები Blood Sugar Sex Magik, Stadium Arcadium  და Californication სწორედ იმ პერიოდში აქვს შექმნილი, როდესაც ჯონ ფრუშანტე ჯგუფში იყო.

ჯონ ფრუშანტემ ჯგუფი ორჯერ დატოვა - თავდაპირველად 1992 წელს და 1999 წელს დაბრუნდა, ხოლო მეორედ 2009 წელს და ათი წლის შემდეგ, 2019 წლის 15 დეკემბერს დაბრუნდა.

კომენტარები