აშშ-ირანი

ტრამპი: სოლეიმანი ჩვენს საელჩოებზე თავდასხმებს აქტიურად გეგმავდა

0 კომენტარი
დონალდ ტრამპი ფოტო: AP

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ოჰაიოში მხარდამჭერებთან შეხვედრისას ირანელი გენერლის, ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაციის ოპერაციაზე ისაუბრა. ტრამპმა თქვა, რომ სოლეიმანი ტერორისტი იყო და აშშ-ის საელჩოებზე თავდასხმას გეგმავდა:

"სოლეიმანი აქტიურად გეგმავდა ახალ თავდასხმებს და სერიოზულად უყურებდა ჩვენს საელჩოებს, არა მხოლოდ ბაღდადში, მაგრამ ჩვენ ის შევაჩერეთ... ის ცუდი ადამიანი იყო. სისხლს მოწყურებული ტერორისტი, თუმცა, ახლა ტერორისტი აღარაა, ახლა მკვდარია. მაგრამ მაინც ვხედავ რადიკალურად მემარცხენე დემოკრატებს, რომლებიც ამ საშინელი ტერორისტის მოკვლის გამო აღშფოთებულები არიან... გასულ კვირას აშშ-მა კიდევ ერთხელ გადადგა მამაცური და გადამწყვეტი ნაბიჯი ამერიკელების სიცოცხლის გადასარჩენად და ამერიკული სამართლის დასამყარებლად." თქვა მან.

ტრამპმა ასევე ისაუბრა სოლეიმანის მკვლელობის საპასუხოდ ერაყში აშშ-ის სამხედრო ბაზაზე ირანის სარაკეტო თავდასხმის შესახებ.

"მათ 16 რაკეტა გვესროლეს. მე ვიკითხე: "რამდელი?" მზად ვიყავით მოქმედებისათვის. ვთქვი "რამდენი? რამდენი მოკვდა? რამდენი დაიჭრა?" "სერ, არავინ". არავინ. ძალიან კარგი განგაშის სისტემაა. არავინ. "რამდენი დაიჭრა?" "არავინ, სერ". ამიტომ, არაფერი გავაკეთეთ. თუმცა, მზად ვიყავით. არ გვსურდა, მაგრამ მზად ვიყავით. წარმოდგენაც არ გაქვთ. ბევრს ძალიან გაუმართლა." თქვა მან.

ირანის ისლამური რევოლუციის ყუდსის დანაყოფის მეთაური, ყასემ საოლეიმანი, ბაღდადის აეროპორტთან ახლოს 3 იანვრის დილით აშშ-ის სარეკეტო შეტევის შედეგად მოკლეს.

ერაყში მდებარე ორ ამერიკულ ბაზაზე შეტევა ირანიდან 8 იანვარს გვიან ღამით განხორციელდა. დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ თავდასხმისათვის მზად იყვნენ და მის შედეგად არავინ დაღუპულა და დაშავებულა. მან ასევე თქვა, რომ ამის შემდეგ ირანი შეჩერდება და პასუხად მათ დამატებით სანქციებს დაუწესებენ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია 2008 წელს მოხდა" - მითი აგვისტოს ომზე

კომენტარები