ანაკლიის პორტის პროექტი

ჯაფარიძე: სასამართლო დავისას ანაკლიაში ინვესტიცია შეუძლებელია, ვინც არ უნდა იყოს ინვესტორი

ტაბულა

ლელოს თანადამფუძნებელი, ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით მამუკა ხაზარაძესთან ერთად თავის უფლებებს სასამართლოში დაიცავს. ჯაფარიძე აღნიშნავს, რომ ეს თავისთავად ნიშნავს პროექტის შეჩერებას, რადგან სასამართლო დავის დროს ინვესტიცია არ იქნება.

"მმართველ ძალას, მის ლიდერს, უნდოდა ამ პროექტის გაჩერება და არა ამ პროექტის განხორციელება. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვხედავთ კოორდინირებულ შეტევას ჩვენზე წელიწადნახევარია. აქ ახალი ინვესტორის მოზიდვაზე საუბარი შეუძლებელია იყოს, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ გადაწყვეტილებას შეიძლება მოჰყვეს სასამართლო დავები. სასამართლო დავების პერიოდში ინვესტიცია შეუძლებელია, ასეთი რამ ვერ განხორციელდება. როგორც ჩანს, ამ მმართველი ძალის პირობებში ანაკლიის პროექტის განხორციელების გაგრძელება შეუძლებელი იქნება. არ ვაპირებთ არ დავიცვათ ჩვენი უფლებები სასამართლოში. თუ სასამართლო დავა იწყება, პროექტი ვერ ხორციელდება, ტექნიკურად ვერ ხორციელდება, ვინც არ უნდა იყოს ინვესტორი", - ამბობს ბადრი ჯაფარიძე ტვ პირველთან.

მთავრობა ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან 2016 წლის 3 ოქტომბერს გაფორმებულ საინვესტიციო ხელშეკრულებას წყვეტს. კონსორციუმი კი სამართლებრივი ბრძოლის დაწყებას აპირებს და ჟენევის საარბიტრაჟო სასამართლოს მიმართავს. ლევან ახვლედიანის თქმით, მთავრობის გადაწყვეტილებით ძალიან დიდი ზიანი მიადგა ანაკლიის პორტის პროექტსაც და თავად კონსორციუმსაც

ანაკლიის კონსორციუმს წინასწარი ვალდებულებების შესრულების ვადა 31 დეკემბრამდე ჰქონდა. კონსორციუმი 31 დეკემბერს აცხადებდა, რომ არ წყვეტს მუშაობას, რათა პროექტი არ გაჩერდეს, თუმცა, მათი შეფასებით, ამ ვითარებაში გადამწყვეტი როლი სახელმწიფოს ჩართულობას ეკისრებოდა. 

2019 წლის 8 იანვრიდან სისხლის სამართლის საქმე მიმდინარეობს ანაკლიის კონსორციუმის ყოფილი თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძისა, და მისი მოადგილის, ბადრი ჯაფარიძის, მიმართ. ხაზარაძე-ჯაფარიძეს სახელმწიფო ფულის გათეთრებას ედავება. 

კომენტარები